„რეალი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გორეცკაზე პრეტენზიას აცხადებენ #1TVSPORT
„რეალი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გორეცკაზე პრეტენზიას აცხადებენ #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას „ბაიერნის“ ნახევარმცველთან ლეონ გორეცკასთან დაკავშირებით, – დაწერა გერმანულმა გამოცემა Bild-მა.

მომავალი წლის ზაფხულში 26 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება მიუნხენურ კლუბთან. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაგრძელებაზე წარუმატებლად დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, ჩამოთვლილი კლუბები მომავალ წელს შეეცდებიან ნახევარმცველის თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელში ჩაგდებას.

გასულ სეზონში გორეტცკამ 32 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.