„რეალი“ „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერის გაფორმებას გეგმავს (Bild) #1TVSPORT
„რეალი“ „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერის გაფორმებას გეგმავს (Bild) #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას შემადგენლობის გაძლიერების გეგმებს აწყობს. ესპანური კლუბი ძალიან არის დაინტერესებული „ბაიერნის“ გარემარბის, მაიკლ ოლისეს შეძენით. ფლორენტინო პერესი აფასებს ფრანგი ფეხბურთელის შესაძლებლობებს და მზად არის მასში 160 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის შესახებ წერს გაზეთი Bild-ი.

თუმცა „ბაიერნი“ არ აპირებს ამ ზაფხულს ოლისეს გაყიდვას. გარემარბი მიუნხენურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. ამ დროის განმავლობაში მან 93 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 35 გოლი გაიტანა და 50 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.