„რეალი“ აზარისთვის შვიდნომრიან მაისურს ამზადებს
„რეალი“ აზარისთვის შვიდნომრიან მაისურს ამზადებს

ბელგიელი ედენ აზარი, რომელიც ჯერჯერობით „ჩელსის“ ფეხბურთელია, ძალიან ახლოსაა მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან, იტყობინება „დეილი ექსპრესი“.

წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი მადრიდულ კლუბში შვიდნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც ადრე პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს ეცვა.

2018/2019 წლების სეზონში აზარმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 52 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 17 შედეგიანი გადაცემა.

პორტალი transfermarkt.de ბელგიელს 150 მილიონ ევროდ აფასებს.

დატოვე კომენტარი