„რეალი“ აზარის ტრანსფერს მიმდინარე თვეში დაადასტურებს

13:39, 14.05.2019
Eden Hazard of Chelsea during the Premier League match at Stamford Bridge, London. Picture date: 8th April 2019. Picture credit should read: Craig Mercer/Sportimage via PA Images

Eden Hazard of Chelsea during the Premier League match at Stamford Bridge, London. Picture date: 8th April 2019. Picture credit should read: Craig Mercer/Sportimage via PA Images

მიმდინარე თვეში, მადრიდის „რეალი“ „ჩელსის“ ფეხბურთელის ედენ აზარის გაფორმებას ოფიციალურად დაადასტურებს. ტრანსფერის ღირებულებად 100 მილიონი ევრო სახელდება.

ბელგიელი ვარსკვლავის „ლოს ბლანკოსში“ ტრანსფერი გარდაუვალია. ფრანგული გამოცემა „ლეკიპი“ (L’ÉQUIPE) მიიჩნევს, რომ მადრიდის „რეალი“ აზარის გაფორმებას ოფიციალურად ევროპის ლიგის ფინალის შემდგომ დაადასტურებს. ეს დაპირისპირება, რომელიც „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გაიმართება, 29 მაისს, ბაქოში შედგება.

ჩელსისთან გამოთხოვების ფონზე, აზარი ეროვნულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებს ითამაშებს. ბელგიის ეროვნული ნაკრები ყაზახეთსა და შოტლანდიას ივნისში დაუპირისპირდება, რის შემდგომაც, 28 წლის ფეხბურთელი „რეალში“ თავის თანამემამულე ტიბო კურტუას შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ აზარი „ჩელსიში“ 2012 წლიდან ასპარეზობს. „ლილიდან“ „სტემფორდ ბრიჯზე“ მისი ტრანსფერის ღირებულებამ 36 მილიონი ევრო შეადგინა.

ფეხბურთელის კონტრაქტში ერთი წელიღა რჩებოდა და როგორც ჩანს, ეს ფაქტორი მხარეებს შორის შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევის კატალიზატორი აღმოჩნდა.

მსგავსი