„რეალი“ „არსენალის“ ლიდერით დაინტერესდა #1TVSPORT
„რეალი“ „არსენალის“ ლიდერით დაინტერესდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ, მათ შორის კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მოიწონა „არსენალის“ შემტევის ბუკაიო საკას სავარაუდო ტრანსფერი. გამოცემა Todo Fichajes-ის ინფორმაციით, ლაპარაკია პაკეტზე 120 მილიონი ევროს ოდენობით.

ესპანური კლუბის მხრიდან ინგლისელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ წინააღმდეგ საკას შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ გაიზარდა.

„არსენალის“ გეგმებში საკას გაშვება არ შედის, მაგრამ იუწყებიან, რომ „რეალი“ სერიოზულად არის განწყობილი და სოლიდურ წინადადებას ამზადებს ლონდონური კლუბისთვის.