„რეალი“ არ გაზრდის ვინისიუსის ხელფასს #1TVSPORT
მადრიდის „რეალში“ გაოცებულნი არიან ვინისიუსის თხოვნით – გაზარდონ ბრაზილიელის ხელფასი კილიან მბაპეს შემოსავლის დონემდე, და ეს იმ სეზონის შემდეგ, რომელშიც ვინისიუსს არ უჩვენებია თავისი საუკეთესო ფეხბურთი. ამის შესახებ იტყობინება Cadena Ser-ი.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ არ აპირებს ვინისიუსის ხელფასის გაზრდას. ამ საკითხს მხარეები მომავალი სეზონის შემდეგ დაუბრუნდებიან – იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი გარემარბი შეძლებს თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნებას.
აღნიშნავენ, რომ თუ „რეალი“ და ვინისიუსი ვერ მოილაპარაკებენ კონტრაქტის გაგრძელებაზე 2025-26 წლების სეზონის შემდეგ, მადრიდელები მზად იქნებიან მის გადაყიდად. ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2027 წლის ზაფხულში იწურება.