„რეალი“ არ აპირებს როდრის გაფორმებას #1TVSPORT

14:29, 08.03.2026

მადრიდის „რეალმა“ არ შეიყვანა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი ზაფხულის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში, – დაწერა გაზეთმა AS-მა.

„რეალს“ განზრახული აქვს მოედნის ცენტრის გაძლიერება, მაგრამ 29 წლის ესპანელი არ შედის მადრიდელთა გეგმებში. როდრის კონტრაქტი „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულში იწურება და ინგლისურმა კლუბმა უკვე მიმართა ნახევარმცველს წინადადებით ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

წყაროს ცნობით, „სიტის“ ბევრი ფეხბურთელი კლუბში საკუთარ მომავალს უკავშირებს მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებას – დარჩეს თუ არა გუნდის სათავეში.

აღნიშნავენ, რომ „რეალი“ განიხილავს ადამ უორტონის (კრისტალ პალასი), კეს სმიტისა (ალკმაარი) და ვიტინიას (პსჟ) კანდიდატურებს.

მსგავსი