„რეალი“ ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს #1TVSPORT
„რეალი“ ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს #1TVSPORT

„რეალის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს, – იუწყება „მარკა“.

გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა 63 წლის სპეციალისტის საქმიანობით კმაყოფილია. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტის დიდ პატივს სცემს და გუნდის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას ანდობს.

ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და უცნობია, თუ რა პერიოდით იგეგმება ახალი ხელშეკრულების გახანგრძლივება.

იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვნელობით, „რეალმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი.