„რეალი“ ალექსანდერ-არნოლდით ინტერესდება #1TVSPORT
„რეალი“ ალექსანდერ-არნოლდით ინტერესდება #1TVSPORT

„ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა El Nacional წერს.

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი უკმაყოფილოა მარჯვენა მცველის პოზიციაზე არსებული სიტუაციით: ალვარო ოდრიოსოლა საიმედოდ ვერ გამოიყურება, ხოლო დანიელ კარვახალი ხშირად ტრავმიანობს.

ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აღზრდილია. მისი კონტრაქტი მერსისაიდულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში, სატრანსფერო ღირებულება კი 75 მილიონ ევროს შეადგენს.