„რეალი“ ახლოს არის „იაპონელი მესის“ შეძენასთან
„რეალი“ ახლოს არის „იაპონელი მესის“ შეძენასთან

მადრიდის „რეალი“ კლუბ „ტოკიოდან“ იაპონელ ნახევარმცველ ტაკეფუსა კუბოს ყიდულობს. ამ ფეხბურთელს ხშირად „იაპონელ მესის“ უწოდებენ.

როგორც ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება, „რეალი“ უსწრებს „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ 18 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში. მადრიდულმა კლუბმა უკვე შესთავაზა კუბოს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.

ვარაუდობენ, რომ „რეალი“ „ტოკიოს“ ორ მილიონს გადაუხდის კუბოს ტრანსფერისთვის, თავად ფეხბურთელთან კი ხუთწლიან კონრაქტს გააფორმებს.

2019 წელს კუბომ 16 ოფიციალურ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.