„რეალი“ ახლოს არის ალფონსო დევისთან შეთანხმებასთან #1TVSPORT
„რეალი“ ახლოს არის ალფონსო დევისთან შეთანხმებასთან #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ პრაქტიკულად მოელაპარაკა „ბაიერნის“ მცველს ალფონსო დევისს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლაზე. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Marca-მ.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს პირადი კონტრაქტის დეტალებზე. აღნიშნავენ, რომ კანადელმა მოთამაშემ უახლოეს დროში უნდა გააფორმოს გარიგება საზაფხულო ტრანსფერზე.

24 წლის კანადელი ფეხბურთელის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.