„რეალი“ 17 წლის ედუარდო კამავინგათი არის დაინტერესებული
„რეალი“ 17 წლის ედუარდო კამავინგათი არის დაინტერესებული

„რენის“ 17 წლის ნახევარმცველი „სამეფო კლუბის“ ინტერესის არეალში მოხვდა. როგორც L’Equipe იუწყება, მადრიდელები მიმდინარე სეზონში ანგოლური წარმოშობის ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი ინტერესით აკვირდებიან.

კამავინგამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

წყაროს ცნობით „რეალმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ კლუბთან, რომლის ხელმძღვანელობაც 17 წლის ამომავალ ვარსკვლავში კოლოსალურ თანხას – 100 მილიონ ევროს ითხოვს.