„რეალ სოსიედადი“ ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
„რეალ სოსიედადი“ ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

სევილიაში ესპანეთის სამეფო თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „რეალ სოსიედადმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2, 4:3).

ანგარიში სწრაფად გაიხსნა – „სოსიედადის“ თავდამსხმელმა, ანდერ ბარენეჩეამ მე-15 წამზე გაიტანა და ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა. მანამდე ეს მაჩვენებელი „ვალენსიის“ ფეხბურთელს, მანუელ ბადენესას ეკუთვნოდა, რომელმაც 1952 წელს გოლი მე-17 წამზე გაიტანა.

მე-19 წუთზე „ატლეტიკოს“ შემტევმა, ადემოლა ლუკმანმა ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში, 45+1-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა პენალტით კვლავ წინ გაიყვანა „სოსიედადი“. მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე ხულიან ალვარესმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში.

ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 2:2. პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტი „რეალ სოსიედადი“ აღმოჩნდა და საბოლოოდ 4:3 გაიმარჯვა.

„რეალ სოსიედადმა“ ესპანეთის სამეფო თასი ისტორიაში მეოთხედ მოიგო.