„რეალ მადრიდში“ გუნდიდან გასაშვებ ფეხბურთელებზე შეთანხმდნენ
„რეალ მადრიდში“ გუნდიდან გასაშვებ ფეხბურთელებზე შეთანხმდნენ

შემადგენლობის გადატვირთულობის გამო, მადრიდის „რეალი“ მზად არის, მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს. როგორც ესპანური გამოცემა „ასი“ იტყობინება, საუბარია გარეტ ბეილზე, ხამეს როდრიგესზე, ლუკას ვასკესსა და მარიანო დიასზე. თითოეული მათგანი ამ ზაფხულს ტრანსფერზე დადგება.

გარდა ამისა, ცნობილია იმ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლების კლუბის ხელმძღვანელობას შეხდვებიან და ამის შემდეგ გადაწყდება მათი მომავალი. ესენი არიან მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ნაჩო და ბრაიმ დიასი. თუმცა, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, „რეალი“ არ ჩქარობს და აპირებს, რომ რომელიმე კლუბში იჯარით გაუშვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად დიასისთვის კატეგორიულად მიუღებელია გუნდიდან ნებისმიერი სახით წასვლა, თუნდაც დროებით და იჯარით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდული სამეფო კლუბი აპირებს მარტინ ედეგორისა და აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად იჯარის წესით თამაშობემ „რეალ სოსიედადსა“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“ შესაბამისად.