„რეალ მადრიდს“ იმედი აქვს, რომ ისკოს და ასენსიოს გაყიდვით პოლ პოგბას შესაძენ თანხას გამოიმუშავებს
„რეალ მადრიდს“ იმედი აქვს, რომ ისკოს და ასენსიოს გაყიდვით პოლ პოგბას შესაძენ თანხას გამოიმუშავებს

„რეალ მადრიდში“ აცხადებენ, რომ ისკოს და მარკო ასენსიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებენ, თუ მიღებული თანხით პოლ პოგბას შეძენა იქნება შესაძლებელი, იტყობინება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ოსკოს შეძენის სურვილი დორტმუნდის „ბორუსიამ“ გამოთქვა, თუმცა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისთვის გერმანული კლუბი „არასაკმარისად მნიშვნელოვანია“.

რაც შეეხება ასენსიოს, წარუმატებელი სეზონის შემდეგ, კლუბი მზად არის, მას კიდევ ერთი შანსი მისცეს, თუ რაიმე „განსაკუთრებული შეთავაზება“ არ იქნა მიღებული.

წელს მადრიდის „რეალმა“ უკვე 300  მილიონ ევროზე მეტი დახარჯა ახალ შენაძენებში და მათ შორის ყველაზე ხმამაღალი „ჩელსიდან“ ედენ აზარის გადაბურება გახდა. გარდა ამისა, მომავალ სეზონში მადრიდულ სამეფო კლუბში ითამაშებენ ლუკა იოვიჩი და როდრიგო.