„რეალ მადრიდმა“ ტრანსფერებში ხარჯების საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
„რეალ მადრიდმა“ ტრანსფერებში ხარჯების საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

მადრიდის „რეალმა“ ტრანსფერებში ფულის ხარჯვის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. სამეფო კლუბის ბოლო შენაძენი ლიონის „ოლიმპიკის“ მცველი ფერლან მენდია, რომელშიც ფლორენტინო პერესმა 48 მილიონი ევრო გადაიხადა. შედეგად, წელს მადრიდელებმა უკვე 303 მილიონი დახარჯეს და 2009 წლის მაჩვენებელი (254 მილიონი) გააუმჯობესეს.

მენდის გარდა, მადრიდელთა რიგებში მომავალ სეზონზე ითამაშებენ ბრაზილიელები: როდრიგო (45 მილიონი) და მილიტაო (50 მილიონი), ასევე სერბი ლუკა იოვიჩი (60 მილიონი) და ბელგიელი ედენ აზარი (100 მილიონი).