„რეალ მადრიდმა“ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
„რეალ მადრიდმა“ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

„რეალ მადრიდმა“ „ესპანიოლს“ საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე მატჩის გმირი კარიმ ბენზემა გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა და ახლა სამეფო კლუბი უახლოეს მდევარ „ბარსელონას“ სამი ქულით უსწრებს. მადრიდელებისთვის ერთადერთი უსიამოვნო მომენტი ამ მატჩში მეორე ტაიმის მიწურულს ფერლან მენდის გაძევება გახდა.

რაც შეეხება „ბარსელონას“, მას ერთი მატჩი თადარიგში აქვს და მას დღესვე, თბილისის დროით 23:55 საათზე, „მალიორკასთან“ გამართავს. მატჩი „კამპ ნოუზე“ შედგება და კატალონიელებს აუცილებლად მოგება სჭირდებათ, რათა „რეალს“ ქულებით გაუთანაბრდნენ.