რეალ მადრიდმა ძირითად მეკარედ ტიბო კურტუა აირჩია, ნავასი მადრიდს დატოვებს
რეალ მადრიდმა ძირითად მეკარედ ტიბო კურტუა აირჩია, ნავასი მადრიდს დატოვებს

ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა მადრიდის რეალის ძირითადი გოლკიპერი იქნება 2019-20 წლების სეზონში.
მადრიდური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ კურტუას და მიანიშნა, რომ მთლიანად ენდობა მას მომავალ წელს. ამ ინფორმაციის შემდეგ, რეალის მეორე მეკარემ კეილორ ნავასმა თხოვა თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს – მისთვის ახალი სამუშაო ადგილი მონახოს. ნავასისთვის პრიორიტეტულია ინგლისის პრემიერლიგაში მოხვედრა, – წერს გაზეთი ასი.

რეალმა კურტუა 2018 წლის ზაფხულში შეიძინა 35 მილიონ ევროდ. უფრო ადრე დაიწერა, რომ რეალში  დაბრუნების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა უპირატესობა ნავასს მიანიჭა და ხელმძღვანელობას კურტუას გაშვება თხოვა.