რეალ მადრიდის მარცხი და სერხიო რამოსის მე-19 წითელი ბარათი

20:01, 17.02.2019
MADRID, SPAIN - FEBRUARY 17: Sergio Ramos of Real Madrid is shown a red card by referee during the La Liga match between Real Madrid CF and Girona FC at Estadio Santiago Bernabeu on February 17, 2019 in Madrid, Spain. (Photo by Quality Sport Images/Getty Images)

რეალ მადრიდმა საკუთარ მოედანზე ჟირონასთან მოულოდნელი მარცხი განიცადა, მესამე ადგილზე დაქვეითდა და ლიდერ ბარსელონას უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება.

ანგარიში მატჩში კაზემირომ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა ამას სერხიო რამოსის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში მოჰყვა და კრისტიან სტუანიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ამას პორტუმ კიდევ ერთი დაუმატა და ჟირონამ მატჩი 2-1 მოიგო.

რეალ მადრიდის სიტუაციას სერხიო რამოსის მეორე ყვითელი ბარათი და გაძევება ამძიმებს: მადრიდელთა მცველმა მეორე ტაიმის მიწურულს მაკრატელას დარტყმა სცადა, მაგრამ ილეთი წარუმატებლად შეასრულა და მეტოქე ფეხბურთელს მოარტყა ფეხი.

აღსანიშნავია, რომ რამოსმა კარიერაში მე-19 წითელი ბარათი მიიღო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ესპანურ ლა ლიგაში.

მსგავსი