„რეალ მადრიდის“ ახალწვეული პრესკონფერენციაზე ცუდად გახდა (ვიდეო)
„რეალ მადრიდის“ ახალწვეული პრესკონფერენციაზე ცუდად გახდა (ვიდეო)

მადრიდის „რეალმა“ თავისი მორიგი საზაფხულო შენაძენი წარადგინა. ეს გახლავთ ბრაზილიელი მცველი ედერ მილიტაო, რომელსაც კლუბმა ოთხშაბათს პრესკონფერენცია მოუწყო.

ჟურნალისტებთან ურთიერთობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა – მოულოდნელად, ბრაზილიელი შეუძლოდ გახდა და დარბაზი მალე დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ედერს თავბრუსხვევა აწუხებდა.

21 წლის ფეხბურთელი „რეალმა“ „პორტუდან“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა. კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. გასულ სეზონში მილიტაომ 20 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ჩემპიონატში და ორი გოლი გაიტანა.