რეალ მადრიდი ყველაზე მაღალრეიტინგული კლუბია
რეალ მადრიდი ყველაზე მაღალრეიტინგული კლუბია

უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული კლუბების სია წარადგინა. ქულები შემდეგნაირად ნაწილდება: მოგებულ შეხვედრაზე გუნდები ორ ქულას იღებენ, ფრის შემღხვევვაში კი ერთს.

ქულების დათვლა დაიწყო 1993 წლიდან – მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა დაარსდა.

პირველ ადგილს რეალი იკავებს 361 ქულით, მეორეზე ბარსელონაა (351), მესამეზე ბაიერნი (317), შემდეგ მოდის მანჩესტერი 292 ქულით და მეხუთე ადგილზე იუვენტუსია (235).