მადრიდის „რეალი“ სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ასი“ (AS) ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, სამეფო კლუბი გუნდის კაპიტანს ახალ შეთანხმებას შესთავაზებს, რომელიც ძალაში 2022 წლის ზაფხულამდე იქნება. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.
რამოსი „რეალ მადრიდში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და ტრანსფერის ღირებულებამ მაშინ 27 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 25 მატჩში მიიღო და ხუთი გოლი გაიტანა.