„რეალ მადრიდი“ პოგბას და ჰოლანდის შეძენას შეეცდება
„რეალ მადრიდი“ პოგბას და ჰოლანდის შეძენას შეეცდება

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მინიმუმ ორი ახალი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. სამეფო გუნდის მთავარი სამიზნე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა და დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი არიან. ამ ინფორმაციას „სპორტს მოული“ (Soprts Mole) ავრცელებს.

პოგბას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა და „მანჩესტერ იუნაიტედან“ მისი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ამასთანავე, ინგლისურ გრანდს ამ შეთანხმების ერთი წლით გაგრძელების პუნქტის ამოქმედებაც შეუძლია.

რაც შეეხება ჰოლანდს, ამ 19 წლის ნორვეგიელის ღირებულება 72 მილიონი ევროა და მისი კონტრაქტი ბორუსიასთან 2024 წლამდეა ძალაში.