რეალ მადრიდი მალე იოვიჩის ტრანსფერს გამოაცხადებს
რეალ მადრიდი მალე იოვიჩის ტრანსფერს გამოაცხადებს

რამდენიმე ესპანური გაზეთის ცნობით, მადრიდის რეალი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს სერბი ლუკა იოვიჩის ტრანსფერის შესახებ. კერძოდ, აინტრახტის თავდამსხმელის შეძენაზე ოფიციალური ინფორმაცია გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ გამოცხადდება. ბუნდესლიგის ბოლო მატჩში აინტრახტი 18 მაისს ეთამაშება მიუნხენის ბაიერნს.

ცნობილია, რომ რეალი 21 წლის სერბისთვის აინტრახტს 60 მილიონ ევროს გადაუხდის.

წელს, გერმანიის ჩემპიონატში, იოვიჩმა 31 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ადრე იწერებოდა, რომ სერბის ხელში ჩაგდების მთავარი კანდიდატი მეორე ესპანური გრანდი, ბარსელონა იყო.