„რეალ მადრიდი“ და „მანჩესტერ სიტი“ კინგსლი კომანისთვის იბრძვიან
„რეალ მადრიდი“ და „მანჩესტერ სიტი“ კინგსლი კომანისთვის იბრძვიან

მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ კინგსლი კომანით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას გერმანული „ფუსბალ ნიუსი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ და „ქალაქელები“ მოთამაშის გადაბირებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, კომანი თავადაც მიიღებს გუნდის გამოცვლის გადაწყვეტილებას, თუ „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ლეროი სანეს იყიდის.

კომანი „ბაიერნში“ 2015 წლის ზაფხულში „იუვენტუსიდან“ გადავიდა. თავდაპირველად მიუნხენში ის იჯარის წესით თამაშობდა, 2017 წელს კი ბავარიელებმა ფეხბურთელი 21 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.