„რეალ მადრიდი“ აშრაფ ჰაკიმის „ინტერში“ გაყიდის - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
„რეალ მადრიდი“ აშრაფ ჰაკიმის „ინტერში“ გაყიდის - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

მადრიდის „რეალის“ მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშობს, შესაძლოა მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდეს. როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ საიტზე იტყობინება, მაროკოელის თაობაზე მოლაპარაკებები ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და თავად ფეხბურთელმა სერია ა-ში თამაშის სურვილი უკვე გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ამ გარიგების მიხედვით 40 მილიონ ევროს გადაიხდიან.

მიმდინარე სეზონში ჰაკიმიმ გერმანიის ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა. 21 წლის მცველის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლამდეა ძალაში.