რეალ მადრიდი 60 მილიონად ლუკა იოვიჩს ყიდულობს
რეალ მადრიდი 60 მილიონად ლუკა იოვიჩს ყიდულობს

მადრიდის რეალმა უკვე შეათანხმა ფრანქფურტის აინტრახტის ფორვარდ ლუკა იოვიჩის ტრანსფერი. როგორც გაზეთი ასი ამტკიცებს, ესპანური გრანდი სერბის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის.

21 წლის ფორვარდი მადრიდელებთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამასთან, ტრანსფერის თანხის 20 პროცენტი ბენფიკას ერგება, საიდანაც აინტრახტს ფეხბურთელი იჯარით ჰყავდა აყვანილი.

მიმდინარე სეზონში იოვიჩმა აინტრახტის შემადგენლობაში 44 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.

რეალი სერბში ქარიმ ბენზემას შემცვლელს ხედავს.