რბოლა გამოდევნებით კაცებში ფილონ მაიემ, ქალებში კი ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი #1TVSPORT
რბოლა გამოდევნებით კაცებში ფილონ მაიემ, ქალებში კი ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი #1TVSPORT

ჩეხეთის ქალაქ ნოვე-მესტოში, მსოფლიო თასის მეცხრე ეტაპზე ორი რბოლა გაიმართა. რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე ფრანგმა ქვენტინ ფილონ მაიემ მოიგო. მეორე ადგოლზე მსოფლიო თასის საერთო ჩათვლის ლიდერი, ნორვეგიელი იოჰანეს ბო გავიდა, მესამი ადგილი კი გამარჯვებულის თანამემამულემ ემილიენ ჟაკლინმა დაიკავა.

რბოლა გამოდევნებით ქალებში ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე დინარა ალიმბეკოვა გავიდა, მესამე საპრიზო ადგილი კი გერმანელმა ფრანცისკა პრიუსმა დაიკავა.

მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას ცხრა ეტაპის შემდეგ მამაკაცებში ნორვეგიელი იოჰანეს ბო 1011 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში 1043 ქულით ასევე ნორვეგიელი ტირილ ენკოფი.