რბოლა გამოდევნებით კაცებში ჟაკლენმა, ხოლო ქალებში ვირერმა მოიგო - ბიატლონი
რბოლა გამოდევნებით კაცებში ჟაკლენმა, ხოლო ქალებში ვირერმა მოიგო - ბიატლონი

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10 კმ-ზე გაიმართა.

მამაკაცთა ასპარეზობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ფრანგი ემილიენ ჟაკლენის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ნორვეგიელი იოჰანეს ბო გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი რუსმა ალექსანდრ ლოგინოვმა მოიპოვა.

რბოლა გამოდევნებით ქალებში იტალიელმა დოროტეა ვირერმა მოიგო. ვერცხლის მედალი გერმანელმა დენიზ ჰერმანმა მოიპოვა, მესამე ადგილის მფლობელი კი ნორვეგიელი მარტა როსელანდი გახდა.

დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოს საერთო ჩათვლას კაცებში მარტენ ფურკადი 692 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს იტალიელი დოროტეა ვირერი 605 ქულით იკავებს.

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე ქალების ინდივიდუალური რბოლა 15კმ-ზე გაიმართება.