რაზმაძემ დილასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – კოვტალიუკმა გუნდი დატოვა

13:37, 22.01.2019

გორის დილას კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომდევნო სეზონში კვლავ მშობლიური ქალაქის ღირსებას დაიცავს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

35 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში დილას მაისურით თასსა და ჩემპიონატში 31 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, სეზონის მიმდინარეობისას სხვადასხვა გამოცემამ ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში არერთხელ დააასახელა.

სამწუხაროდ ამბავი ისაა, რომ გორის დილა ნიკოლა კოვტალიუკმა დატოვა – უკრაინელი თავდამსხმელი გორელებთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ გუნდიდან უკვე წავიდა. ეს ფეხბურთელმა პირველ არხს თავად დაუდასტურა. კონტრაქტის გასაწყვეტად საკომპენსაციო თანხის გადახდა იყო საჭირო და როგორც ჩანს, ეს საკითხი მოგვარდა. სხვაგვარად დილა ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს არ გაუშებდა.

მსგავსი