რაულს რეალის მეორე გუნდი ჩააბარეს
რაულს რეალის მეორე გუნდი ჩააბარეს

„რეალის“ ლეგენდა რაული მადრიდული კლუბის სარეზერვო გუნდის – „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. უფრო ადრე, ყოფილმა ფორვარდმა უკვე იმუშავა იუნიორთა გუნდებში.

რაულმა მადრიდის „რეალში“ 16 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, აგრეთვე, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ფორვარდის ანგარიშზეა 741 მატჩი და 323 გოლი. რაულმა კარიერა 2015 წელს დაასრულა. მისი ბოლო კლუბი იყო ამერიკული „ნიუ იორკ კოსმოსი“.