რაულმა მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო
რაულმა მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო

მადრიდის რეალის იუნიორთა გუნდმა (U18) თავის ასაკობრივ კატეგორიაში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. გუნდის მთავარი მწვრთნელია რეალის ყოფილი ფორვარდი რაული.

„დაუჯერებელი სეზონი იყო! ძალიან მიხარია, რომ ამ დიადი გუნდის ნაწილი ვარ“, – დაწერა რაულმა ინსტაგრამში.

რაულმა პოსტი 2019 წლის მარტში ჩაიბარა. ფეხბურთელის რანგში მან რეალში 1994-2010 წლებში ითამაშა.