რაული „რეალში“ სამწვრთნელო კარიერას იწყებს
რაული „რეალში“ სამწვრთნელო კარიერას იწყებს

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი რაული მომავალ თვეში სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს. როგორც გაზეთი Marca წერს, ექს-ფორვარდი, რომელმაც კარიერა 2015 წელს დაასრულა, სულ მალე მიიღებს მწვრთნელის ლიცენზიას და სათავეში ჩაუდგება „რეალის“ იუნიორთა (U18) გუნდს.

40 წლის რაული მადრიდულ კლუბში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა „რეალის“ ახალგაზრდული გუნდების სტრუქტურას, ხანდახან ხელმძღვანელობდა ვარჯიშებს და ესწრებოდა პირველი გუნდის მეცადინეობებს.

რაულმა „რეალში“ 16 წელი გაატარა და ყველა ტურნირში 361 გოლი გაიტანა. ფორვარდს ექვსჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ – ჩემპიონთა ლიგა.