რაულ ხიმენესით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა
რაულ ხიმენესით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა

„ვულვერჰემტონის“ თავდამსხმელი, რაულ ხიმენესი, შესაძლოა, ახლო მომავალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებს შეუერთდეს, – იუწყება Goal.com.

გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის მექსიკელი ფეხბურთელით მანჩესტერული გრანდი სერიოზულად არის დაინტერესებული და კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, რომ რაულ ხიმენესის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ინგლისის ჩემპიონატის ახალ სეზონში რაულ ხიმენესმა ორი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.