რატომ გაუქმდა კვარაცხელიას გოლი - გადაწყვეტილების სისწორეში მსაჯიც არ იყო დარწმუნებული [ვიდეო] #1TVSPORT
რატომ გაუქმდა კვარაცხელიას გოლი - გადაწყვეტილების სისწორეში მსაჯიც არ იყო დარწმუნებული [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში, „უფასა“ და ყაზანის „რუბინის“ მატჩის 34-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, რომელიც იგორ პანინის სამსაჯო ბრიგადამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ არ ჩათვალა.

„ყაზანელების საგოლე კომბინაციის დროს ანდერს დრეიერი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა – „რუბინის” ფეხბურთელი კარში დარტყმის მომენტში თამაშგარე ხაზს მიღმა იდგა, შემდეგ კი თამაშში აქტიურად მონაწილეობდა და თავად დაარტყა. ყოველ შემთხვევაში, ასე შეიძლება აიხსნას ვიდეოარბიტრების პაველ შადიხანოვისა და ნიკოლაი ერემინის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, სატელევიზიო გადაცემის დირექტორმა VAR ვერდიქტის სისწორე სტოპ-კადრით და დახაზული ხაზებით არ დაადასტურა“, – წერს „სპორტ-ეკსპრესი“.

 

„რუბინის” მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი წელს მსაჯების კრიტიკისთვის ორჯერ დასაჯეს და ხვიჩა კვარაცხელიას გაუქმებულ გოლზე საუბარს თავი ლაკონურად აარიდა, – „მე VAR-ის არბიტრებს ვენდობი“.

მომხდარს „ბიზნეს-ონლაინიც“ გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების სისწორეში მსაჯიც არ იყო დარწმუნებული.

„პირველ ტაიმში არბიტრმა პანინმა „რუბინის“ ფორვარდ კვარაცხელიას გოლი გააუქმა. ხაზის მსაჯმა აჩვენა, რომ ანდერს დრეიერი, რომელმაც პასი მისცა, თამაშგარეში იყო. პანინმა გამოიყენა VAR-ის დახმარება. მაგრამ გამეორებაზე მაყურებელმა ვერ გაიგო, მართლა იყო თუ არა დანიელი თამაშგარეში. აღმოჩნდა, რომ ეს თავად მსაჯისთვისაც გაუგებარი იყო. კამერის კუთხე ფეხბურთელის პოზიციის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას არ იძლეოდა. ამის გამო გრაფიკით ხაზების დახატვა შეუძლებელი აღმოჩნდა“.