რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებით ცდილობს ფონს გასვლას, ჰარმონიზაციაში არიან გავრილოვთან
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებით ცდილობს ფონს გასვლას, ჰარმონიზაციაში არიან გავრილოვთან

„ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებით ცდილობს ფონს გასვლას, ჰარმონიზაციაში არიან გავრილოვთან, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი.

​„დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ პარლამენტში მისვლას, მაგრამ, ცხადია, ჩემი ხმა უპირობოდ არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მხარეს!

მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ავანტიურაზე, რასაც ახლა ეფარება ხელმოცარული ნაციონალური მოძრაობა, მკაცრი პასუხი უნდა გვქონდეს ყველას. მათ არ აქვთ უნარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის, ამიტომ ცდილობენ კრიმინალის წახალისებას და პროვოკაციებით ფონს გასვლას. რაც ვერ გაბედა ოკუპანტმა 2008 წელს – ახლა მოაქვთ მავთულხლართები თბილისის ცენტრში და ჰარმონიზაციაში არიან გავრილოვთან.

მელიას თან არ სურს დეპუტატის მანდატი, თან იმუნიტეტს ებღაუჭება. სწორედ ეს არის ფარისევლობა, რასაც შესაბამისად შეაფასებს ქართული საზოგადოება“, – წერს იონათამიშვილი „ფეისბუქში“.

✔️ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ პარლამენტში მისვლას, მაგრამ, ცხადია, ჩემი ხმა უპირობოდ…

Posted by Rati Ionatamishvili on სამშაბათი, 16 თებერვალი, 2021