რატი იონათამიშვილი - მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება
რატი იონათამიშვილი - მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორშაბათს გაგრძელდება. დეპუტატის განცხადებით, პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება.

„ორშაბათს გვექნება კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგადაც სავარაუდოდ პროექტი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე გატანას, აქტიური კონსულტაციები გვქონდა ვენეციის კომისიასთან და გვაქვს მათგან პირობა და შესაბამისი მოლოდინი, რომ მათი პოზიცია 19 აპრილამდე იქნება ცნობილი.

ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით სხდომაზე განხილვამდე გავეცნობით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ამის გათვალისწინებით მოხდება მისი მეორე მოსმენით მიღება.

კომიიის წევრების დაპირების შესაბამისად ეს მოლოდინი აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.