რატი იონათამიშვილი - იმედია, პარტიები გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ მიიღებენ და არა რუსული ინტერესის შესაბამისად
რატი იონათამიშვილი - იმედია, პარტიები გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ მიიღებენ და არა რუსული ინტერესის შესაბამისად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მთავარი მოწოდებაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საქმიანობა საკანონმდებლო სივრცეში უნდა გააგრძელონ; სხვა შემთხვევაში, მისივე თქმით, ეს არის რუსული ინტერესების სამსახური და რუსული ინტერესების გატარება.

რატი იონათამიშვილს იმედი აქვს, რომ ეს პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ და არა, რუსული ინტერესის. შესაბამისად, პარლამენტში შევლენ და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.

„პარტნიორები მუდმივად ცდილობენ იმას, რომ კონკურენტ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს. მათი წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან სხვადასხვა პარტიასთან. ეს არის მისასალმებელი, რადგან იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ამის ერთადერთი მთავარი გარანტიაა, ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერები არიან ჩართულები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.