რატი იონათამიშვილი - ევროკომისიამ დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის
რატი იონათამიშვილი - ევროკომისიამ დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის

განვაგრძობთ პროაქტიურ სამუშაო პროცესს და ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული, შევასრულებთ ზუსტად იმ ვადებში, რაზეც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით, არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის.

„ფაქტობრივად, ევროკომისიამ დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის და ზოგადად მსგავსი პრეცედენტების შექმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ პროაქტიურ სამუშაო პროცესს და ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული, შევასრულებთ ზუსტად იმ ვადებში, რაზეც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა, მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, რომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებენ. „გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.