რატი იონათამიშვილი - ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები
რატი იონათამიშვილი - ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები

ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურაშია დაბარებული.

„ჩვენი ინტერესის სფერო არ არის, გამოძიება ვინ ვის როდის დაკითხავს, რა კითხვებს დაუსვამს ან რა სახის საგამოძიებო ღონისძიებებს ჩაატარებს. ეს არის გამოძიების კომპეტენცია. ჩვენი მიზანია, რომ გამოძიება ნებისმიერი მიმართულებით წარიმართოს მაღალი გამჭვირვალობისა და კომპეტენციის ფარგლებში. დანარჩენი ღონისძიებები, რაც იქნება ჩატარებული, ეს არის გამოძიების კომპეტენცია და პასუხისმგებლობა. არასწორია, როდესაც ნებისმიერი საკითხი, რაც უნდა დაისვას ჩვენს ქვეყანაში, გვინდა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში იყოს განხილული.

ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები, ეს არის, ჩემი აზრით, სწორი ხედვა ამ მიმართულებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.