რატი იონათამიშვილი - ბათუმის მერიას „პატრიოტების“ ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ“ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, ჩვენ მოვხსენითო

„ლელოც“ გადაპოპულისტდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„ბათუმის მერიას „პატრიოტების“ ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ“ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, – ჩვენ მოვხსენითო.

​არადამდინარაძემ წინასწარ თქვა, მერია კი ხსნის, მაგრამ ესენი მაინც გარბიან და საინტერესოა, რომელი მიასწრებსო.

თავად ფაქტს რაც შეეხება, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის და ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია ეგრეთწოდებული პატრიოტრა ალიანსის მხრიდან“, – წერს რატი იონათამიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“.