რატი გრიგალავა ლიეტუვის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
19 წლის ქართველი მცველი რატი გრიგალავა ლიეტუვის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
„სუდუვამ“ კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლა, სადაც საბა მამაცაშვილი თამაშობს. „სუდუვაში“ გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა მატჩი კი 1:1 დასრულდა.
„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა პროფესიული კარიერა „დინამო თბილისი 2“-ში დაიწყო, გასულ წელს ფოთის „კოლხეთში“ თამაშობდა, წელს კი ლიეტუვაში გადავიდა და კონტრაქტი „სუდუვასთან“ გააფორმა.
გრიგალავა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო და სისტემატურად თამაშობდა 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.