რატი ცაცკრიალაშვილი „სიონში“ ჩაირიცხა
რატი ცაცკრიალაშვილი „სიონში“ ჩაირიცხა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 21-ე ტურში ბოლნისის „სიონი“ გორის „დილას“ ესტუმრება. თემურ შალამბერიძის გუნდი ამ მატჩში შეცვლილი შემადგენლობით წარდგება.

რატი ცაცკრილაშვილი ბოლნისის „სიონის“ კიდევ ერთი ახალწვეულია. 25 წლის ნახევარმცველი, რომლის ტრანსფერიც ბათუმის „დინამოს“ ეკუთვნის, ახალ კლუბში იჯარით გადავიდა.

„სიონის“ ვებგვერდის ცნობით, ცაცკრიალაშვილი კლუბის 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ფეხბურთელი ბოლნისურ კლუბს უკვე შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. ახალგაზრდა შემტევი იმედოვნებს, რომ „სიონი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილს შეინარჩუნს.

„მინდა ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო და გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო. გუნდთან ერთად უკვე ვივარჯიშე. აქ კარგი ატმოსფერო დამხვდა, გუნდელებიც კარგად შემხვდნენ, ყველაფერი ნორმალურადაა და უკვე გორის „დილასთან“ მატჩისთვის ვემზადები“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.