რატი ბრეგაძე – ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა, გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა
ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა, გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებელად ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად გაარკვიონ თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის.
დასაწყისისთვის საკმარისი იქნება სამი კითხვა და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი.
მოწვევა შესაბამისი ქვეყნის მოქალაქისგან;
საელჩოში განაცხადის შეტანა;
ვიზის ხანგრძლივი ლოდინი;
პასპორტის რიგში დგომა და შემოდგომი პროცედურები;
დღეს ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციური კანდიდატი იქნება. მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ
ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა ქართული ოცნების მხარესაა. გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა.
ნაციონალურ მოძრაობაში რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას,რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს დროულად უნდა იყოს მხილებული.
საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს![]()
ჩვენი მომავალი ევროპაშია![]()
“, – აღნიშნავს რატი ბრეგაძე „ფეისბუქში“.