რატი ანდრონიკაშვილმა „ანდორას“ რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების წევრმა, რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ გუნდში, „ანდორაში“ პირველი მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი სტუმრად „უნიკახასთან“ 84:92 დამარცხდა.
ანდრონიკაშვილმა მოედანზე 9 წუთი და 20 წამი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 2 ქულა იყო. ქართველ კალათბურთელს კლუბთან ერთთვიანი კონტრაქტი აკავშირებს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა ის „ანდორას“ რიგებში.
25 წლის რატი ანდრონიკაშვილისთვის „ანდორა“ მეორე ესპანური გუნდია, ადრე ის „ობრადოიროს“ რიგებშიც ირიცხებოდა.