რატი ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ის გუნდს ჩეხეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდება #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელის, რატი ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ არის და ის მომდევნო ამხანაგურ მატჩში გუნდს დაეხმარება, – ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ანდრონიკაშვილმა ტრავმა პოლონეთთან 14 აგვისტოს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, მას ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხი გადაუბრუნდა.
ქართველი კალათბურთელი 19 და 21 აგვისტოს ჩეხეთის წინააღმდეგ დაგეგმილ სპარინგ-მატჩებში ითამაშებს და ევრობასკეტისთვისაც მზად იქნება.
პოლონეთთან შეხვედრაში ანდრონიკაშვილმა 11 ქულა ჩააგდო, რაც მისთვის მოსამზადებელ მატჩებში საუკეთესო შედეგია.