რატი ანდრონიკაშვილი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა - ქართველ კალათბურთელს მხარდაჭერა სჭირდება
რატი ანდრონიკაშვილი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა - ქართველ კალათბურთელს მხარდაჭერა სჭირდება

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად.

ორგანიზატორთა მიერ დასახელებულ ცხრა მოთამაშეს შორის რატი ანდრონიკაშვილიც მოხვდა.

ქართველი კალათბურთელისთვის ხმის მიცემა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ ვებგვერდზე და მონიშნოთ რატი ანდრონიკაშვილი.