რატი ანდრონიკაშვილი 2020-21 წლების სეზონს გამოტოვებს
რატი ანდრონიკაშვილი 2020-21 წლების სეზონს გამოტოვებს

რატი ანდრონიკაშვილი 2020-21 წლების სეზონს გამოტოვებს – წერენ ამერიკული გამოცემები. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი ამერიკის კოლეჯების ლიგის „კრეიტონში“ ამ ზაფხულს ჩაირიცხა, ვარჯიში ახალ კლუბში დაიწყო, თუმცა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

კლინიკაში გაშუქების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტრავმა სერიოზულია – მუხლის მყესი აქვს გაწყვეტილი. სწორედ ამის გამო მოუწევს მიმდინარე სეზონის გამოტოვება.