რასიზმი უკრაინულ ფეხბურთში
რასიზმი უკრაინულ ფეხბურთში

უკრაინის ჩემპიონატში პრინციპული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს დონეცკის „შახტარი“ და კიევის „დინამო“ დაუპირისპირდნენ.

„შახტარმა“ საკუთარ კედლებში კიევის „დინამო“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. კიეველმა გულშემატკივრებმა „შახტარის“ ბრაზილიელი ლეგიონერების დენტინიოსა და ტაისონის მისამართით რასისტული, შურაცხმყოფელი შეძახილებით უკრაინული ფეხბურთი საერთაშორისო სკანდალში გახვიეს.

„შახტარის“ ფეხბურთელმა რასისტული შეძახილების შემდეგ, კიეველებს შუა თითი აჩვენა და მათი ტრიბუნისკენ ბურთი ისროლა.

„შახტარის“ ბრაზილიელ ლეგიონერებს ნეიმარიც გამოესარჩლა და რასიზმი დაგმო. თავად ტაისონმა კი სოციალურ ქსელში დაწერა – „მე მიყვარს საკუთარი რასა და ვამაყობ კანის ფერით. მე არადსროს გავჩუმდები, როცა ასეთ არაადამიანურ და საშინელ საქციელს დავინახავ. ჩემი ცრემლები კი უმწეობის, აღშფოთებისა და შეურცხყოფის იყო. მე მასწავლეს, რომ ძლიერი უნდა ვიყო და რასიზმს არ შევურიგდე. მსოფლიოსა და ფეხბურთს პატივისცემა სჭირდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოხატა“ – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.