რასიზმი ფეხბურთში - მოთამაშეები სოციალური მედიის ბოიკოტირებას გეგმავენ
რასიზმი ფეხბურთში - მოთამაშეები სოციალური მედიის ბოიკოტირებას გეგმავენ

პარასკევს, 19 აპრილს, ინგლისისა და უელსის პროფესიონალი ფეხბურთელები სოციალური მედიის ბოიკოტირებას გეგმავენ, რათა ასეთი ხერხით გამოხატონ პროტესტი იმის მიმართ თუ როგორ რეაგირებენ საფეხბურთო  წრეები და სოციალური ქსელები რასიზმზე. ბოიკოტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება და მისი საბაბი ფეხბურთელებზე ბოლო დროს სოციალურ მედიაში გახშირებული რასისტული ხასიათის თავდასხხმები გახდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში მსგავსი თავდასხმის მსვერპლი მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ეშლი იანგიც გახდა, რის შემდეგაც უოტფორდის კაპიტანმა ტროი დინიმ განაცხადა, რომ „ყველაფერს აქვს საზღვარი“.

„პარასკევს  დაგეგმილი ქმედება იქნება ჩვენი გზავნილი, რომ მსგავს ქმედებებს აღარ მოვითმენთ“, განაცხადა დინიმ, რომელიც ასევე გახდა რასისტული თავდასხმის მსხვერპლი და იძულებული იყო თავის ტვიტერზე კომენტარების გაკეთების ფუნქცია გაეუქმებინა. – „ბოიკოტი ერთი პატარა ნაბიჯია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელები ამ საკითხში გაერთიანებულები ვართ“.

რასისტული თავდასხმების ბოლო ტალღა მარტში გამართული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დროს აგორდა, როდესაც მონტენეგროში ჩასული ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილების მოსმენა მოუხდათ.